თემა: რა არის მდინარე "მტკვარი" ჩვენთვის (გუნდურ ინტეგრირებული პროექტი)
მნიშვნელობა/აქტუალობა:
- "მტკვრის"ისტორიულ-გეოგრაფიული დანიშნულება
- წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობა და სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით გამოყენება
- ბუნების დაცვა და ეკოლოგიური სისუფთავის შენარჩუნება
მიზანი და შედეგი:
- მოსწავლე მოიპოვებს ისტორიულ-გეოგრაფიულ ინფორმაციას მდინარის შესახებ
- წყლის გამოყენებას თანამედროვე პირობებში
- მოსწავლე ადგენს ცხრილებს წყლისა და დამაბინძურებელი იონური შედგენილობის შესახებ,აჯგუფებს მდინარის წყლის შემადგენლობაში მყოფ ნივთიერებებს
- ადგენს ქიმიურ და იონურ რეაქციებს.მოიპოვებს ინფორმაციას არსებული ენერგომატარებლის გამოყენების შესახებ
- გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას წყლის გასუფთავების მეთოდების შესახებ და გვთავაზობს ამ პრობლემების გადაჭრის გზებს
პროექტის ხანგრძლივობა: ორი კვირა
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
- მოსწავლეები გამოიმუშავებენ ჯგუფური აზროვნების უნარს, ეჩვევიან გრაფიკებზე და ცხრილებზე მუშაობას
- მოიპოვებენ ინფორმაციას ისტ-ის გამოყენებით სხვა საგნებთან (ისტორია-გეოგრაფია) კავშირში
- ეცნობიან ეკოლოგიის საკითხებს და სწავლობენ ბუნების დაცვას.იზრდებიან თავისი ქვეყნის,ქალაქის პატრიოტებად.
- http://en.wikipedia.org/wiki/Ionic_equation
- http://en.wikipedia.org/wiki/Self-ionization_of_water
- http://en.wikipedia.org/wiki/Electrocardiogram
- საბავშვო ენციკლოპედია:
- "საუბარი სამყაროს ყველაზე არაჩვეულებრივ ნივთიერებაზე"
პროექტის შეფასება:
- გაფორმების კულტურა
- მოსწავლის წვლილი დასმული პრობლემის გადაწყვეტაში
- კითხვაზე პასუხის გაცემის, პრეზენტაციისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
ელ-ფოსტა: thirst.geo@gmail.com